პირველი ქართული ანიმაცია ნიუ-იორკის საბავშვო ფილმების ფესტივალზე

27 წლის ანა ჩუბინიძე პირველი ქართულ-ფრანგული ანიმაციური ფილმის „ჯიბის კაცის“ (The Pocket Man) ავტორია. ახალგაზრდა ილუსტრატორმა „ჯიბის კაცზე“ ცნობილი ფრანგული სტუდიის “ფოლიმაჟის” ანიმატორ, მარიონ შარიესთან ერთად იმუშავა.  ანიმაციის ჩვენება ფრანგულ ტელევიზია canal + ზე იგეგმება.

მანამდე კი,  ანას ნამუშევარი ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საბავშვო ფილმების ფესტივალში,  New York International Children’s Film Festival  მონაწილეობს. ფესტივალში  2500 განაცხადიდან მხოლოდ 100 ფილმმა მოიპოვა მონაწილეობის უფლება.  ანა პირველი ქართველია, ვისი პროექტიც ფესტივალის ფინალისტებს შორის მოხვდა. იგი შეერთებულ შტატებში 15 მარტს უნდა გაემგზავროს, რათა თავისი ნამუშევრის მსოფლიო პრემიერაზე შეძლოს დასწრება. გასამგზავრებელი თანხის შეგროვებაში მას სტატუსის საქველმოქმედო პლატფორმა statusdonates.ge  ეხმარება.

„ჯიბის კაცის“ ტრეილერი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

ამ ისტორიის შესახებ მომზადებული ვიდეო და დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ვებგვერდზე www.statusdonates.ge , სადაც ასევე შეგიძლიათ მხარი დაუჭიროთ თქვენთვის საინტერესო სხვა ისტორიებს.

თიბისი სტატუსმა ახალი, ინოვაციური პლატფორმის პრეზენტაცია 2016 წლის 28 დეკემბერს გამართა.  პროექტის დაწყებისთანავე, პირველ ეტაპზე ფინანსური მხარდაჭერა მიიღეს სოფელ ძეგვში არსებულმა თავშესაფარმა და შემოქმედებითი განათლების სტუდია CES-მა; ხოლო მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულ მოსწავლეებს თიბისი სტატუსის ერთწლიანი სტიპენდია დაენიშნათ.

კადრი ქართულ-ფრანგული ანიმაციური ფილმიდან „ჯიბის კაცი“ (The Pocket Man)

კადრი ქართულ-ფრანგული ანიმაციური ფილმიდან „ჯიბის კაცი“ (The Pocket Man)

“ჯიბის კაციდან” ნაწყვეტები პირველად საქართველოში ნიქოზის ანიმაციური ფილმების ფესტივალზე გასული წლის სექტემბერში უჩვენეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი