ახალი ამბები

ეპისკოპოსი დოსითეოსი: არა მგონია, რომ საპატრიარქოში დაპირისპირებას აქვს ადგილი

9 მარტი, 2017 • 4982
ეპისკოპოსი დოსითეოსი: არა მგონია, რომ საპატრიარქოში დაპირისპირებას აქვს ადგილი

ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითეოსი (ბოგვერაძე) ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავას განცხადებებზე, რომლის მიხედვით პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი არის დაპირისპირების წყარო საპატრიარქოში, ვინაიდან ის სარგებლობს “განუსაზღვრელი ძალაუფლებით”, ასე პასუხობს:

“ყველა მღვდელმთავარი პიროვნულად წყვეტს, როგორ უნდა მოიქცეს”.

რაც შეეხება შეკითხვას – არსებობს, თუ არა საპატრიარქოში დაპირისპირება? ეპისკოპოსი ასე პასუხობს: “მე არა მგონია, რომ საპატრიარქოში დაპირისპირებას აქვს ადგილი, აზრთა სხვადასხვაობა შეიძლება იყოს”.

დღეს, 9 მარტს საპატრიარქოში სინოდის რიგგარეშე სხდომა იმართება, წინასწარ უცნობია რა საკითხები განიხილება.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს დააკავეს შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით. მიტროპოლიტი პეტრე აცხადებს, ეს იყო თეთრუაშვილის მიერ ორგანიზებული პროვოკაცია, რომელსაც დეკანოზი მამალაძე წამოეგო.

მასალების გადაბეჭდვის წესი