ახალი ამბები

შსს-ს ინიციატივა – „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ კანონმდებლობა უნდა გამკაცრდეს

9 მარტი, 2017 • 2153
შსს-ს ინიციატივა – „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ კანონმდებლობა უნდა გამკაცრდეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ კანონმდებლობის გამკაცრების ინიციატივით გამოდის. აღნიშნული ინიციატივა სამინისტრომ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გააჟღერა.

შსს-ს ცნობით, შეხვედრაზე ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2017-2020 წლების ეროვნული სტრატეგიისა და 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის პროექტების პრეზენტაცია გაიმართა. აღნიშნული დოკუმენტები, უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოში შემავალ სტრუქტურებთან კოორდინაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს კვლევისა და განვითარების დეპარტამენტმა შეიმუშავა, რომელიც საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს ფუნქციებს ახორციელებს.
სხდომაზე განიხილეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული ინიციატივები, რომლებიც ე.წ. „ქურდული სამყაროსა“ და ე.წ. „კანონიერი ქურდების“ წინააღმდეგ კანონმდებლობის დახვეწასა და გამკაცრებას გულისხმობს, აცხადებს შსს.სამინისტროს ცნობით, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2017-2020 წლების ეროვნული სტრატეგიისა და 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის პროექტები უახლოეს მომავალში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას დასამტკიცებლად გადაეგზავნება. შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე მთავრობას წარუდგენს საკანონმდებლო პაკეტს ე.წ. „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ კანონმდებლობის გამკაცრების მიზნით.
სხდომას უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში შემავალი უწყებების – შინაგან საქმეთა სამინისტროს, მთავარი პროკურატურის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი