ახალი ამბები

აქციები თბილისში ქალთა უფლებების დასაცავად 8 მარტს [ფოტო/ვიდეო]

8 მარტი, 2017 • 11115
აქციები თბილისში ქალთა უფლებების დასაცავად 8 მარტს [ფოტო/ვიდეო]

დღეს, 8 მარტს თბილისში, პარლამენტის ყოფილ შენობასთან ფემინისტებმა აქცია გამართეს, რომლის ძირითადი მოთხოვნები შეეხებოდა ქალთა სექსუალურ უფლებებსა და სამუშაო ადგილზე ხელისშემშლელი ბარიერების გაქრობას.

“ფუჩუ Liberation”, “ჩვენ გვჭირდება სექსუალური განათლება”, დუმილი ვერ გვიცავს”, “ჩემი სხეული ჩემი საქმეა”, – აქციის მონაწილეები ამ და სხვა ტრანსპარანტებით გამოჩნდნენ აქციაზე – მათი ძირითადი გზავნილები შეეხებოდა ქალის სექსუალობის საკითხებს, ქალების უფლებას ფლობდნენ საკუთარ სხეულს და არავინ ჩაერიოს მათ პირად ცხოვრებაში მათი ნების საწინააღმდეგოდ.

თუმცა იქამდე სანამ პარლამენტის წინ აქცია გაიმართებოდა, მთავრობის ადმინისტრაციასთან “შუშის ჭერი” დაამსხვრიეს. ამ სიმბოლური აქცია-პერფორმანსით “ქალთა მოძრაობის” წევრებმა გააპროტესტეს ის, რომ ქალებს აქვთ უხილავი ბარიერი -”შუშის ჭერი”, რომელიც ხელს უშლით დაინიშნონ ხელმძღვანელ პოზიციებზე. ამ ბარიერის გამო ისინი შუალედურ რგოლებს ვერ სცდებიან.

აქციის მონაწილე მარიამ კურტანიძე ამბობს, რომ აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან იმიტომ გაიმართა, რომ მათ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ უნდა იმუშაოს ამ ბარიერის აღმოსაფხვრელად და რომ ქალების წარმომადგენლობა მთავრობის კაბინეტში, პარლამენტში თუ ადგილობრივ თვითმმართველობებში დაბალია.

“ჩვენი მიზანი ის იყო, რომ საზოგადოების ყურადღება მიგვექცია იმ უხილავი ბარიერებისკენ, რომლებიც ქალს ხელს უშლიან, რომ მიაღწიო რეალურ თანასწორობას. ძალიან ბევრი პრობლემა აქვთ ქალებს, რაც იწვევს მათ ეკონომიკურ სისუსტეს. ისინი არ მონაწილეობენ პოლიტიკაში, არ არიან გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე”, – გვითხრა მარიამ კურტანიძემ.

მარიამ კურტანიძე ამბობს, რომ “შუშის ჭერს”, როგორც წინაღობას განაპირობებს ეს შეიძლება იყოს სტერეოტიპები, კულტურულ ნორმას, გენდერულ როლებს.

მას შემდეგ რაც აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად დაამსხვრიეს შუშის ჭერი, მათ პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს, სადაც 14:00 საათზე გაერთიანებული აქცია გაიმართა სხვადასხვა ქალთა ორგანიზაციისა თუ გაერთიანების მონაწილეობით.

12:00 საათზე, ფემინისტების დამოუკიდებელმა ჯგუფმა, საქართველოს ახალგაზრდა მწვანეებთან, “ქალთა მზერასა” და ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფთან ერთად სექსუალური თავისუფლების მოთხოვნით აქცია-მსვლელობა მოაწყო. მსვლელობამ სათავე ფილარმონიის შენობასთან აიღო.

მსვლელობის დააწყებამდე შეკრების ადგილას მოქალაქეები გამოჩდნენ, რომლებიც აქციის იდეას ეწინააღმდეგებოდნენ. თუმცა მათ ტერიტორია პოლიციის მოწოდების შემდეგ დატოვეს.

აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ საქართველოში საზოგადოება არ აძლევს ქალს უფლებას განკარგოს საკუთარი სხეული და სექსუალობა; მსგავსი დამოკიდებულებების გამო კი ქალებს უჭირთ აღიარონ, რომ სექსუალური ცხოვრება გააჩნიათ, ან საერთოდ მალავენ მას.

“ჩვენ გვინდა დავიცვათ ის რეპროდოქციული უფლებები, რომლებიც ქალს გააჩნია და რომლებსაც სხვადასხვა ინსტიტუციები უზღუდავენ ქალებს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე და არ ამოდიან ქალების ინტერესებიდან,” – აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი მარიამ ქაჯაია: “აქ შეკრებით ჩვენ ასევე უარს ვეუბნებით სექსუალურ შევიწროებას. ჩვენ ვეუბნებით უარს ქალის სხეულისა და მორალის კონტროლს”.

“ჩემი სხეული ჩემი საქმეა” – ფემინისტი აქტივისტების მსვლელობა თბილისში 08.03.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი