ახალი ამბები

“ჩემი სხეული ჩემი საქმეა” – ფემინისტი აქტივისტების მსვლელობა თბილისში [ფოტო]

8 მარტი, 2017 • 3116
“ჩემი სხეული ჩემი საქმეა” – ფემინისტი აქტივისტების მსვლელობა თბილისში [ფოტო]

‘საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები’,’ქალთა მზერა’, ‘ვისგი’ და ფემინისტი აქტივისტები სექსუალური თავისუფლების მოთხოვნით  ფილარმონიიდან  პარლამენტისკენ მსვლელობას მართავენ.

ფემინისტების მსვლელობა თბილისში  2017 წლის 8 მარტს © გუკი გიუნაშვილი/ნეტგაზეთი

„2017 წლის 8 მარტის მსვლელობაზე „ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის“ ინიციატივით ქალები ვერთიანდებით, რომ ხმამაღლა მოვითხოვოთ ის უფლებები, რაც ჩვენს სხეულსა და სექსუალობას ეხება. ამავდროულად, ჩვენ გვინდა ვამხილოთ ის პრაქტიკები, რაც ამ უფლებებს გვიზღუდავს“, – ამბობენ „ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის“ წევრები.

აქციის ორგანიზატორებს მიაჩნიათ, რომ ქართული საზოგადოება არ აძლევს ქალს უფლებას განკარგოს საკუთარი სხეული და სექსუალობა, რის გამოც ქალებს უწევთ დამალონ საკუთარი სექსუალური აქტივობა, ან სულაც – უარი ვთქვათ მასზე.

“ქვეყნის ეროვნული იდენტობის გადარჩენა/კვლავწარმოება გაიგივებულია ჩვენი სექსუალობის ხელშეუხებლობასთან, რის გამოც ჩვენს სხეულზე კონტროლი ეროვნული ღირსების საკითხი ხდება!”, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი იხსენებს, რომ ამ დამოკიდებულებების გამო, ქალებს დღემდე უჭირთ აღიარონ, რომ სექსუალური ცხოვრება გააჩნიათ. ამას ადასტურებს 2017 წელს გამოცემული კვლევის “თაობა გარდამავალ პერიოდში” შედეგებიც (ფრიდრიხ ებერტის ფონდი), სადაც ქალ რესპონდენტთა მხოლოდ 1% ამბობს, რომ ჰყოლია ერთზე მეტი სექსუალური პარტნიორი მაშინ, როცა იმავე პუნქტში მსგავსი გამოცდილებით მამაკაცთა 57% იწონებს თავს.

ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი ამბობს, რომ ამ ყველაფრის გამო ქალებს ჯერ კიდევ აშანტაჯებენ სექსუალური ცხოვრების ამსახველი კადრებით, სექსუალურად ავიწროებენ სამუშაო ადგილას და საჯარო სივრცეში, უხეშად ერევიან პირად სქესობრივ ცხოვრებაში, მათ შორის ”ოჯახის სახელის შესანარჩუნებლად”, ამავდროულად, იმავე ოჯახში, ავალდებულებენ ქალებს ჰქონდეთ სექსი მაშინ, როცა არ სურთ, ქალებს დამნაშავედ მიიჩნევენ  მაშინაც, როდესაც მათზე ძალადობენ, აუპატიურებენ ან კლავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი