ახალი ამბები

კუბლაშვილი საპროცესო შეთანხმებისას მოსამართლის უფლებამოსილების გაზრდის წინააღმდეგია

29 ნოემბერი, 2012 •
კუბლაშვილი საპროცესო შეთანხმებისას მოსამართლის უფლებამოსილების გაზრდის წინააღმდეგია

“მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ძალიან კარგად არის გასააზრებელი და თუ რამე ცვლილება განხორციელდება, არ უნდა დაიკარგოს საპროცესო შეთანხმების არსი. მოსამართლის უფლებების გაზრდა ამ კუთხით არ უნდა გაცდეს იმ ფარგლებს და საპროცესო შეთანხმების არსს არ გამოაცალოს საფუძველი. საპროცესო შეთანხმება რა არის? როცა ორივე მხარე თანახმაა. თან ეს ისეთი შემთხვევაა, რაც არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას. მოსამართლე კიდევ ერთხელ ამოწმებს, ხომ არ მახდინეს ზეწოლა კონკრეტულად ამ ბრალდებულზე. მოსამართლე ძალიან დეტალურად ამოწმებს, კონკრეტულად ამ ბრალდებულს ეკითხება, ძალდატანებით ხომ არ მოგაწერინეს ხელი, იყო თუ არა რაიმე სახის, მათ შორის ფიზიკური ზეწოლა,  რამაც აიძულა ბრალდებული ამ შეთანხმებისთვის ხელი მოეწერა. თუ ბრალდებული იტყვის, რომ მას ასე მოექცნენ, ბუნებრივია, აღარ მტკიცდება საპროცესო შეთანხმება და უკვე გამოძება უნდა დაიწყოს, რა მოხდა. ამაზე მეტი უფლებების მინიჭებით მოსამართლისათვის ჩვენ შეიძლება ისეთი პროცესი მივიღოთ, რაც ეფექტურობას დაუკარგავს საპროცესო შეთანხმებას. საპროცესო შეთანხმება, პირველ რიგში, დაფასებულია იმით, რომ სწარფი და ეფექტური მართლმსაჯულების მკაფიოდ გამოხატული მაგალითია, როცა ორივე მხარე თანახმაა და სასამართლო ამოწმებს, კანონი ხომ არ დაირღვა. თუ ჩვენ სასამართლოს მივეცით იგივე უფლებამოსილებები, როცა იგი მოითხოვს მტკიცებულებების წარმოდგენას და ა.შ. მაშინ გადავალთ საქმის არსებით განხილვაში, რაც ისედაც არსებობს და ამას არ ჰქვია საპროცესო შეთანხმება. თუკი რაიმეს დამატება და შეცვლა შეიძლება, კიდევ ერთხელ ვამბობს, მხოლოდ ამ კონტექტსში უნდა იყოს გათავლისწინებული”, – განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ დღეს, 29 ნოემბერს, უზენაეს სასამართლოში ჟურნალისტებთან შეხვერისას.

 

კოალიცია “ქართული ოცნება” თავის საარჩევნო პროგრამაში არჩევნებში გამარჯვებამდე წერდა:“საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი გახდება სამართლიანი, კერძოდ, მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული დაზარალებულის ინტერესები. საპროცესო შეთანხმების დადების დროს გაიზრდება მოსამართლის როლი და უფლებები”.

მასალების გადაბეჭდვის წესი