ახალი ამბები

კალაძე: მედიაომბუდსმენის მუშაობის შედეგად მედიის ხარისხი გაუმჯობესდება

7 მარტი, 2017 • 1946
კალაძე: მედიაომბუდსმენის მუშაობის შედეგად მედიის ხარისხი გაუმჯობესდება

საქართველოს ენერგერტიკის მინისტრი კახა კალაძე ფიქრობს, რომ მედიაომბუდსმენის მუშაობის შედეგად მედიის ხარისხი გაუმჯობესდება. მისი თქმით, კვირიკაშვილის ინიციატივა საჭირო და დროულია:

დარწმუნებული ვარ მედიაომბუდსმენის მუშაობის შედეგად მედიის ხარსიხი აუცილებლად მოიმატებს. რაც მეტია თავისუფლება, მით მეტ პროფესიონალიზმს მოითხოვს ამ საქმეში” – თქვა კახა კალაძემ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

ვიცე-პრემიერმა ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” გარშემო მიმდინარე მოვლენებიც გაიხსენა და განაცხადა, რომ მედიაში მიმდინარე პროცესები დემოკრატიის, იგივე სიტყვის თავისუფლების, სწორი ინფორმაციის გავრცელების სავალდებულო ჩარჩოებს რომ არ გასცდეს, ან მათ მუშაობაში გარეშე ძალის ჩარევა რომ არ მოხდეს, ვიცე პრემიერი საჭიროდ მიიჩნევს კონცეფციის არსებობას, რომელიც ამ “ვნებებს და ქაოსს” წესრიგში მოიყვანს:

“სამართლებრივი დავა ”რუსთავი 2”-ის გამო, რომელიც შეიფუთა თითქოს ერთ-ერთი მხარის მიერ, როგორც თავისუფალი სიტყვის აპოკალიფსი, თვალსაჩნოს ხდის ერთ მთავარ პრობლემას – მედიაში მიმდინარე პროცესები დემოკრატიის, იგივე სიტყვის თავისუფლების, სწორი ინფორმაციის გავრცელების სავალდებულო ჩარჩოებს რომ არ გასცდეს ან მათ მუშაობაში გარეშე ძალის ჩარევა რომ არ მოხდეს, საჭიროა ერთგვარი მონიტორინგი, უფრო სწორად წარმმართველი იდეა, კონცეფცია, რომელიც ამ ვნებებს და ქაოსს წესრიგში მოიყვანს” – თქვა კახა კალაძემ.

კალაძის თქმით, ის მიესალმება პრემიერ-მინისტრის ინიციატივას მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის შესახებ და მიაჩნია, რომ ის დროულია:

“ამიტომ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივა, საერთაშორისო სპეციალისტები იყვნენ მოწვეული ამ ყველაფრის შესასწავლად და მოსაწესრიგებლად, ვფიქრობ არის ძალინ მნიშვნელოვანი და დროული. მე პირადად ვისურვებდი, რომ ბატონი ადამ მიხნიკიც ჩართული ყოფილიყოს ამ ჯგუფის მუშაობაში. ეს უბრალოდ მაგალითად მომყავს, ვინ, თუ არა ის შეაფასებს, შეადარებს და რაციონალურად განსაზღვრავს მედიის თავისუფლების ხარისხს დღევანდელ და გუშინდელ საქართველოში” – თქვა ვიცე პრემიერმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი