ახალი ამბები

მთავრობის ადმინისტრაციასთან შშმ ბავშვების მშობლებმა შიმშილობა დაიწყეს

6 მარტი, 2017 • 1957
მთავრობის ადმინისტრაციასთან შშმ ბავშვების მშობლებმა შიმშილობა დაიწყეს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან შშმ ბავშვების ორმა მშობელმა შიმშილობა დაიწყო, იმ მოთხოვნით, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის 2017 წლის პროგრამაში მწვავე შემთხვევების დაფინანსება დარჩეს ისე როგორ იყო წინა წელს.

აქციის მონაწილე თამარ იარაჯული აცხადებს, რომ დღეს, 6 მარტს, მივიდა მთავრობის ადმინისტრაციაში რათა მთავრობის წარმომადგენელს შეხვედროდა, თუმცა მასთთან არავინ მივიდა.

“წუხელის ბავშები გვყავდა ორივეს ძალიან ცუდად. მივხვდით, რომ უკვე აღარ არის დროს მოცდის, ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას ვითვალისწინებდით და ველოდით, რომ დაწყნარდებოდა სიტუაცია და შემდეგ ჩვენს პრობლემას ვიტყოდით, მაგრამ არ იცდის ამ ბავშვების მდგომარეობა რა გავაკეთოთ”, – ამბობს თაამრ იარაჯული.

იარაჯული ამბობს, რომ მისი შვილი მხოლოდ ფსიქიატრიულ მომსახურებას რებულობს, ხოლო სხვა მომსახურებას ვერ იღებს, იმის გამო, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ შეამცირა დაფინანასება კონკრეტული სერვისების.

“დააბრუნოს ის თანხები. თუ დანაშაული იყო ჩადენილი და 850 ლარი ვეღარ გადაიხადეს, მაშინ 650 ლარზე რატომ ენდობიან, ან გამოძიება დაიწყოს და ოფიციალურად დამნაშავე დაისაჯოს, მარტო პაციენტები დაზარალდნენ, ასე არ ხდება ნორმალურ ქვეყანაში. თუ დანაშაულია მომხდარი მაშინ გამოძიება ხდება და პარალელურად მოძიება კლინიკების, რომ მსგავსი განყოფილება გაიხსნას და ქუჩაში პაციენტები არ გამოყარონ”, – ამბობს თამარ იარაჯული.

იარაჯულს იმედი აქვს, რომ მას სხვა მშობლებიც შეუერთდებიან, ხოლო მათი პროტესტი იქამდე გაგძელდება, სანამ მთავრობა მას პასუხს არ გასცემს.

საქართველოს მთავრობის “2017 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების” მიხედვით მწვავე შემთხვევების დაფინანსება 40%-ით შემცირდა, არ მომატებია თანხები თემზე დაფუძნებული სერვისების ბიუჯეტს, ხოლო გლდანის, ბედიანის, ქუტირის, სურამის ფსიქიატრიულ დაწესებულებებს დაფინანსება გაეზარდათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი