ახალი ამბები

მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე გლდანში 1 პირი დააკავეს

4 მარტი, 2017 • 2004
მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე გლდანში 1 პირი დააკავეს

თბილისში, გლდანის მეოთხე მიკრო-რაიონში ერთ-ერთ პარკში მშენებლობის დაწყებას ადგილობრივი მაცხოვრებლები და პარტიზანი მებაღეები აპროტესტებენ. მათ დღეს, 4 მარტს აქცია გამართეს და სამშენებლო ტერიტორიაზე ტექნიკას შესვლის უფლება არ მისცეს. ადგილზე მობილიზებული იყვნენ პოლიციის ეკიპაჟებიც.

პარტიზანი მებაღის, ნატა ფერაძის თქმით, მოგვიანებით, აქციაზე დაპირისპირება მოხდა აქციის მონაწილეებსა და სამშენებლო ობიექტზე მყოფებს შორის, რა დროსაც პატრულმა ერთი პირი დააკავა. ფერაძე ამბობს, რომ აქციის 2 მონაწილეს ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს, დაკავებული კი მხოლოდ იგინებოდა, თუმცა პოლიციამ ის დააკავა. შსს-ში გვითხრეს, რომ აქციის მონაწილე წვრილმანი ხულიგნობის, სსკ-ის 176-ე მუხლით დააკავეს. ის სასამართლომ 100 ლარით დააჯარიმა და გაათავისუფლა.

დღევანდელი აქცია ამ დროისათვის დასრულდა, თუმცა ადგილობრივები მშენებლობის წინააღმდეგ აქციების შეწყვეტას არ გეგმავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი