ნეტგაზეთი | აზერბაიჯანელი ბლოგერი მეჰმან ჰუსეინოვი სასამართლოს დარბაზშივე დააპატიმრეს აზერბაიჯანელი ბლოგერი მეჰმან ჰუსეინოვი სასამართლოს დარბაზშივე დააპატიმრეს – Netgazeti
RU | GE  

აზერბაიჯანელი ბლოგერი მეჰმან ჰუსეინოვი სასამართლოს დარბაზშივე დააპატიმრეს

აზერბაიჯანელ ბლოგერს მეჰმან ჰუსეინოვს დღეს, 2017 წლის 3 მარტს სასამართლომ 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

რეპორტიორთა თავისუფლებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის თავმჯდომარე, ბლოგერი მეჰმან ჰუსეინოვი ბაქოს სასამართლომ პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის ბრალდებით პირველად 2017 წლის იანვარში გაასამართლა. მაშინ ის სასამართლომ დამნაშავედ ცნო, დააჯარიმა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. გათავისუფლების შემდეგ ჰუსეინოვმა განაცხადა რომ დაკავების დროს მასზე პოლიციის მხრიდან ზეწოლა იყო. ბრალდების შემდეგ პოლიციის განყოფილების ხელმძღვანელმა მუსა მუსაევმა ჰუსეინოვის წინააღმდეგ სასამართლოში კერძო საჩვარი შეიტანა.

მეჰმან ჰუსეინოვი ცნობილი ჟურნალისტი, აქტივისტი და ბლოგერია აზერბაიჯანიდან. იგი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალის, “სანკაქის” (SANCAQ) რედაქტორი და აქტიური კორესპონდენტია.

ჰუსეინოვის ფოტო-ვიდეორეპორტაჟებმა, IRFS-ის ცნობით, უამრავ ადამიანს მიაქცევინა ყურადღება სოციალურ და პოლიტიკურ პრობლემებზე აზერბაიჯანში. მისი ვიდეორეპორტაჟების ბოლო სერიამ, “კორუმპირებულ ჩინოვნიკებზე დევნამ”, ორგანიზაციის ცნობით, აზერბაიჯანის მმართველი პოლიტიკური ისტებლიშმენტის გაღიზიანება გამოიწვია.

2016 წლის ნოემბერში ჰუსეინოვი IRFS-ის თავმჯდომარედ აირჩიეს. მისი წინამორბედი, ჟურნალისტი რასიმ ალიევი 2015 წლის აგვისტოში ცემით მოკლეს.

მეჰმან ჰუსეინოვი. ფოტო: ჰუსეინოვის ფეისბუკის პირადი გვერდიდან

მეჰმან ჰუსეინოვი. ფოტო: ჰუსეინოვის ფეისბუკის პირადი გვერდიდან

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი