ახალი ამბები

კონფლიქტმა ღაზის სექტორში ნავთობი გააიაფა

23 ნოემბერი, 2012 •
კონფლიქტმა ღაზის სექტორში  ნავთობი გააიაფა

იანვრის ფიუჩერსებზე სამხრეთ ამერიკული „ბრენტის“ ტიპის ნავთობზე ფასი 22 ნოემბერს ვაჭრობის დასრულებამდე 0,31 დოლარით შემცირდა და ბარელზე  110,55  დოლარი შეადგინა.

გაიაფდა ასევე იანვრის ფიუჩერსები მსუბუქ ნავთობზე. ამ შემთხვევაში ფასი 0,24 დოლარით შემცირდა და ბარელზე 87,14 დოლარი შეადგინა.

ისრაელის არმიამ ოთხშაბათს რეზერვისტების დემობილიზაციის შესახებ განაცხადა, რომელთაც მონაწილეობა უნდა მიეღოთ ღაზის სექტორში სამხედრო ოპრაციის დასრულებაში. მხარეეებს შორის შეთანხმება ცეცხლის სეწყვეტის შესახებ ოთხშაბათს, საღამოს შედგა.

ისრაელმა ღაზის სექტორზე სახმელეთო თავდასხმის განხორციელება დაჯგუფება “ჰამასის” მებრძოლებთან ზავის მოლოდინში დროებით გადადო. 

მასალების გადაბეჭდვის წესი