ევროკავშირის ქვეყნების მინისტრებმა შეჩერების მექანიზმსა და საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭებას მხარი დღეს, 27 თებერვალს დაუჭირეს.
Ministers have now approved the suspension mechanism & #Georgia visa lib. Signature on wed. #Ukraine
— Rikard Jozwiak (@RikardJozwiak) February 27, 2017
დღეს გამოცხადებული მხარდაჭერის შემდეგ, უვიზო რეჟიმის ამოქმედებამდე კიდევ რჩება რამდენიმე პროცედურა:
- ევროპარლამენტის პრეზიდენტისა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენლის მიერ საკანონმდებლო ცვლილების ხელმოწერის შემდეგ რეგულაცია გამოქვეყნდება ოფიციალურ ჟურნალში.
- ამის შემდეგ უვიზო რეჟიმი ოფიციალურად 20 დღეში ძალაშია, თუმცა საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებული განახლებული რეგულაციის ძალაში შესვლასთან ერთად.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას მხარი 2 თებერვალს დაუჭირა.