ახალი ამბები

ძლიერი ქარი საქართველოში და მისი შედეგები

26 თებერვალი, 2017 • 16643
ძლიერი ქარი საქართველოში და მისი შედეგები

ძლიერი ქარის და მისგან მიყენებული ზარალის გამო ათეულობით შეტყობინება შევიდა დღეს საგანგებო სიტუაციების სამსახურში.

ამის შესახებ “ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციების პრესსამსახურში განუცხადეს. უწყების ცნობით, თბილსში შენობები არ დაზიანებულა, თუმცა დაზიანდა ავტომობილები, რომლებსაც ქარისგან მოგლეჯილი ხის ტოტები დაეცა.

სტიქიის შედეგები ყველაზე მძიმე საგარეჯოს რაიონშია, სადაც მოგლეჯილმა ხეებმა ათზე მეტი ავტომანქანა დააზიანა, ხოლო ერთ კორპუსს სახურავი გადახადა.

ქარმა სახურავი ახადა გორში მდებარე საცხოვრებელ კორპუსსაც.

ჯერჯერობით უცნობია 26 თებერვალს სტიქიისგან მიყენებული ზარალის ზუსტი ოდენობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი