ახალი ამბები

შსს: “პასაჟი 2000″–ის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაქურდალ მობილურებს ყიდდნენ

24 თებერვალი, 2017 • 1622
შსს: “პასაჟი 2000″–ის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაქურდალ მობილურებს ყიდდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სავაჭრო ცენტრ “პასაჟი 2000″–ის მიმდებარე ტერიტორიაზე რვა პირის დაკითხვის შემდეგ გამომძიებლებმა 14 ნაქურდალი მობილური ტელეფონი და ერთი ფოტოაპარატი ამოიღეს.

როგორც შსს–ს განცხადებაში წერია, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რომ სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ პირები, რომლებიც ნაქურდალი მობილური ტელეფონების რეალიზაციას ახორციელებდნენ:

“სამართალდამცველებმა ადგილზე ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები ჩაატარეს, რა დროსაც 1976 წელს დაბადებული ზ.გ, 1976 წელს დაბადებული ო.გ, 1968 წელს დაბადებული თ.პ, 1985 წელს დაბადებული მ. ჯ, 1989 წელს დაბადებული ი.ქ, 1983 წელს დაბადებული გ.ბ, 1979 წელს დაბადებული შ.თ. და 1954 წელს დაბადებული ზ. კ. მოწმის სახით დაკითხეს. აღნიშნულმა პირებმა ნებაყოფლობით წარმოადგინეს Iphone-ის, Samsung-ის, HTC-ის, Nokia-ს, Lenovo-ს და Huawei-ს ფირმის 14 მობილური ტელეფონი და „პინდაქსისის“ ფირმის ფოტოაპარატი.”

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება ნაქურდალი ნივთის შეძენა-შენახვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდიანრეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი