ალექსანდრე გოგრაძეს ბრალად ედება თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ორი და მეტი პირის მიმართ.
“მანვე ჩაიდინა წამება, ესე იგი პირისათვის ისეთი პირობების შექმნა და ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით და ხანგრძლიბვობით იწვევს ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანია პირის დაშინება და დასჯა მის მიერ ჩადენილი ქმედებისათვის, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ. სასამართლომ ბრალდებულ ალექსანდრე გორგაძის მიმართ აღკვეთი ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას მხედველობაში მიიღო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ბრალდებულის პიროვნება, მისი წარსული, ქმედების ხასიათი, სასამართლოსთვის თავის არიდების რისკი. ასევე სამხედრო სამსახურის ხელმძღვანელობის მხრიდან ბრალდებული ხასიათდება დადებითად. არის დაოჯახებული და აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, ასევე საქმეზე შემხებლობის მქონე პირების მიმართ ზემოქმედების და ხელის შეშლის საფრთხე. გირაოს სრული მოცულობით გადახდის შემთხვევაში ალექსანდრე გორგაძე გათავისუფლდება პატიმრობიდან,”- ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება 2013 წლის 4 იანვარს.








