ახალი ამბები

ევროკავშირის ელჩებმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას მხარი დაუჭირეს

22 თებერვალი, 2017 •
ევროკავშირის ელჩებმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას მხარი დაუჭირეს

ევროკავშირის ელჩებმა შეჩერების მექანიზმსა და საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭებას მხარი დღეს, 22 თებერვალს დაუჭირეს.

დღეს გამოცხადებული მხარდაჭერის შემდეგ, უვიზო რეჟიმის ამოქმედებამდე კიდევ რჩება რამდენიმე პროცედურა:

  • შემდგომი პროცედურის თანახმად, რეგულაციას  დაამტკიცებს ევროკავშირის საბჭო მინისტრების დონეზე.
  • ევროპარლამენტის პრეზიდენტისა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენლის მიერ საკანონმდებლო ცვლილების ხელმოწერის შემდეგ რეგულაცია გამოქვეყნდება ოფიციალურ ჟურნალში.
  • ამის შემდეგ უვიზო რეჟიმი ოფიციალურად 20 დღეში ძალაშია, თუმცა საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებული განახლებული რეგულაციის ძალაში შესვლასთან ერთად. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროპარლამენტში შეჩერების მექნიზმზე კენჭისყრა ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოში თებერვლის ბოლომდე დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას მხარი 2 თებერვალს დაუჭირა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი