პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან 2012 წლის 1 იანვრიდან 27 ივლისამდე სულ გამოიყო 39.641.372. ლარი, 596.095 დოლარი და 1.284.956 ევრო.
სოციალურად დაუცველთა დასახმარებლად გამოიყო 128. 869.2 ლარი, საზოგადოებასთან ურთიერთობისთის კი– 216. 450 ლარი, სახელმწიფო ჯილდოებისთვის ფონდისთვის გამოყოფილია 417.500 ლარი და 1 262 600 ევრო, საზოგადოებრივი აზრის კვლევისთვის დახარჯულია 257.800 ლარი და 346.095 დოლარი, საგარეო ურთიერთობებისთვის თანხები გაცემულია როგორც ლარში, ისე დოლარში და ევროში, ამ მიმართულებით ფონდიდადან 448. 300 ლარი, 250.000 დოლარი და 22.356 ევრო გამოიყო.
დაწესებულებების ფუნქციონირებაში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდმა 677.042 ლარი დახარჯა, ხოლო სახელმწიფო 100% წილობრივი საწარმოების მხარდაჭერისთვის 1. 200 000 ლარი გასცა. სხვადასხვა ღონისძიებებისთვის ფონდიდან 1 554 734 ლარი დაიხარჯა, ხოლო რეგიონებში სხვა პროექტებისთვის გამოყოფილი თანხები კი 1 650 677 ლარია, ინფრასტრუქტურული და სოციალური პროგრამების დაფინანსება რეგიონებში ფონდს 33 050 000 ლარი დაუჯდა.
რაც შეეხება კატეგორიას სხვადასხვა ღონისძიებები, ამ კატეგორიაში პრეზიდენტის ფონდმა დააფინანსა ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა, ფიზიკური პირისთვის ლეპტოპის შეძენა (795), სომალელი მეკობრეების ტყვეობიდან გათავისუფლებული მეზღვაურების ტრანსპორტირება (279.439), ფიზიკური პირის ფინანსური დახმარება, თვეში 1000 ლარი (12 000), შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ანაზღაურება (30 000), სსიპ სახელმწიფო უზრუველყოფის სააგენტოს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებებისს უზრუნველყოფა (50 000),10–17 მაისის ველოტური (185 000), მსუბქი ავტომანქანის შეძენა (97. 500) განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი, სსიპ კონსტიტუციონალიზმის კვლევის და ხელშეწყობის რეგიონალური ცეტრის ოფისის რემონტი (150.000), გაზეთი “გურჯისტანის” და “ვრასტანის” დაფინანსება (90.000), ლაზიკაში დაგეგმილი ღონისძიებების უზრუნველსაყოფად სამეგრელოს გუბერნატორმა პრეზიდენტის ფონდისგან 600 000 ლარი მიიღო.
კატეგორიაში სხვადასხვა შენობების ფუნქციონირებისთვის დახარჯული თანხებიდან ფონდმა 30 000 ლარი დახარჯა პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და მთავრობასთან არსებული სამუშაო ჯგუფის შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის, ანტიკრიზისული საბჭოს ფუნქციონირებისთვის კი ფონდმა 132.000 ლარი გაიღო. ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის ფუნქციონირებისთვის ცესკომ ფონდისგან 200 000 ლარი მიიღო, საქველმოქმედო ფონდის “ხელოვანების თანადგომისთვის” ფუნქციონირებისთვის კი ფონდმა 300. 000 ლარი გაიღო. ანტიკრიზისული საბჭოს ექსპერტთა ჯგუფის იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტური ჩასახლების ადგილებში მივლინებისთვის ფონდიდან 15.042 ლარი დაიხარჯა.
საგარეო ურთიერთობებისთვის გადახდილი თანხები ნაწილდება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს შტატგარეშე მოსამსახურის შრომითი ანაზღაურებაზე– 22.356 ევროს ეკვივალენტი ლარებში, ასევე, 1–8 აპრილს გაეროში აფრიკის ქვეყნების და საქართველოს მუდმივი წარმოამდგენლების საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი– 205.000 ლარი, საქართველოსა და აშშ–ს შორის შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების მეოცე წლისთავის და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ვაშინგტონსა და ლოს–ანჯელესში – 250 000 დოლარის ეკვივალენტი ლარებში. გაეროში აკრედიტებული სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების, საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, გაეროს სამდივნოს წარმოადგენლის ვიზიტი საქართველოში –283 300 ლარი.
სახელმწიფო ჯილდოებზე გამოყოფილი თანხები ნაწილდება, 6000 ცალი ღირსების ორდენის და 1500 ცალი ღირსების მედლის შეძენისთვის ფონდმა 1 262 000 ევროს ეკვივალენტი ლარში და 5000 ლარი გაიღო. მორაგბეთა ეროვნული ნაკრები გუნდის წევრების და სხვა პერსონალის პრიზებისთვის 412 500 ევრო გაიცა, ხოლო ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენისთვის–50 ცალი– 33, 500 ევრო გაიცა.
სოციალურად დაუცველი მოალაქეების დასახმარებლად ფონდმა თანხა სხვადასხვა მიმართულებებით დახარჯა– სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის ერთჯერადი ფინანსური დახმარება 106 700 ლარის ოდენობით, მათთვის საჩუქრების შესძენდ კი 39 669 ლარი გაიღო ფონდმა.
რაც შეეხება საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის გაწეულ ხარჯებს, Brand Nw Georgia-ს შესახებ საქართველოს მოსახლეობის და საქართველოში ჩამოსული ინვესტორების ინფორმირებისთვის სარეკლამო ზედაპირების, შენობების შესაფუთი პლაკატების დამზადება და საქართველოს მასშტაბებით განთავსება ფონდს 102 450 ლარი დაუჯდა. ხოლო საქართველოს მოსახლეობის ინფორმირებისთვის სტრატეგიული ობიექტების მშენებლობისა და ინვესტირების ამსახველი საილუსტრაციო მასალის შემცველი სარეკლამო ბანერის დამზადება და საქართველოს მასშტაბით განთავსება ფონდს 114 000 ლარი დაუჯდა.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 2 აგვისტოს IDFI-მ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია 2012 წელს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხების შესახებ. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უპასუხოდ დატოვა ყველა მოთხოვნა, რის შემდეგაც 2012 წლის 5 სექტემბერს ინსტიტუტმა შეიტანა ადმინისტრაციული საჩივარი. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ადმინისტრაციული საჩივარი დატოვა რეაგირების გარეშე, რის საფუძველზეც 2012 წლის 12 ოქტომბერს ინსტიტუტმა ადმინისტრაციული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. პირველი სასამართლო სხდომა დანიშნული იყო 2012 წლის 8 ნოემბერს, 14.00 საათზე. სხდომის გამართვამდე ერთი საათით ადრე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოაგზავნა წერილი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ IDFI-ის მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის მისაღებად გადასახდელია ასლის გადაღების მოსაკრებელი. აღნიშნული მოსაკრებლის გადახდის შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ IDFI-ს ინფორმაცია მიაწოდა.