ახალი ამბები

ელისო ჩაფიძე: ტყიბულის ერთი შახტა დაიხურა [Video]

12 ნოემბერი, 2012 • 1156
ელისო ჩაფიძე: ტყიბულის ერთი შახტა დაიხურა [Video]

მისი თქმით, მმართველმა კომპანია “ჯი-აი-ჯიმ” აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად შრომითი უსაფრთხოება დაასახელა, თუმცა, ჩაფიძის განმარტებით, კომპანიას ამის განხორციელების უფლება არ ჰქონდა: 

 

„მაშინ, როდესაც შრომის უსაფრთხოების ინსპექციის დასკვნის გარეშე კომპანია ჯი-აი-ჯის, რომელსაც ლიცენზიით აქვს მიღებული 45 წლით ტყიბულის ქვანახშირის მაღაროების მართვის უფლება, ამის განხორციელების უფელება არ ჰქონდა. მე ვაპირებ დავაყენო ეს საკითხი პარლამენტის სხდომაზე.”

 

ჩაფიძის განცხადებით, ტყიბულელი მეშახტეები “ქართული ოცნების” მხარდაჭერის გამო დაისაჯნენ:

 

“როგორც ჩანს, სახელმწიფოს მოუწევს, ძალიან საფუძვლიანად გაერკვეს ქვანახშირის ბიზნესის საკითხებში. ჩვენ ისედაც გვაქვს უზარმაზარი ინფორმაცია, უბრალოდ, ვფიქრობდით, რომ ქვეყანაში ჩატარდა არჩევნები, არ ხდებოდა ქონების დენაციონალიზაცია და არ ვაპირებდით არანაირად მსგავსი ნაბიჯების გადადგმას და ახლა იმედი მაქვს, ძალიან მალე ტყიბულის ქვანახშირის შახტებში შექმნილი ვითარება გახდება მთავრობის სხდომის მსჯელობის საგანი,“ – აცხადებს ჩაფიძე.

 

ტყიბულში სულ ოთხი შახტაა, რომლებიც „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ (ჯი-აი-ჯი ჯგუფი) შვილობილი კომპანია „საქნახშირის“ საკუთრებაშია 2006 წლიდან. “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” მფლობელია საქართველოს პარლამენტის წევრი, მაჟორიტარი დეპუტატი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” – დავით ბეჟუაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი