ახალი ამბები

ხადური: არჩევნები იყო სტუდენტური დასაქმების პროგრამის მოტივი

12 ნოემბერი, 2012 • 1207
ხადური: არჩევნები იყო სტუდენტური დასაქმების პროგრამის მოტივი

“ჩვენ ასეთი ტიპის დასაქმების პროგრამების მიმართ ცოტა სკეპტიკურად ვართ განწყობილნი. ამიტომ უნდა შეიცვალოს დამოკიდებულება. ჩვენ მზად ვართ, სტუდენტებს, მათ შორის სახელმწიფო სამსახურში სტაჟირებაში დავეხმაროთ და ეს თანხები მივმართოთ იმ მიმართულებით”.

 

საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა ”Summer Job” საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ზაფხულის არდადეგების პერიოდში 2012 წლის 20 ივლისს ამოქმედდა და 20 აგვისტომდე გასტანა. მასში საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის სტუდენტები მონაწილეობდნენ და  მათი ხელფასი 500 ლარს შეადგენდა.

 

ხადურის თქმით, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსება 33 მილიონი ლარით გაიზრდება, დაახლოებით 15 მილიონი ლარით გაიზრდება საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის თანხები. 21,5 მილიონი ლარი მოხმარდება პროგრამას „ჩემი პირველი კომპიუტერი“, სახელმწიფო სასწავლო გრანტები ორმოცდაოთხი მილიონიდან ორმოცდათხუთმეტამდე გაიზრდება.

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” ყველა დაპირება შესრულდება ხელმისაწვდომ განათლებასთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი