ორგანიზაცია ამ ფორმით ეხმიანება განათლების მინისტრის მიერ 2012 წლის 20 ოქტომბერს გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ სხვადასხვა დროს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებიდან გათავისუფლებული პირების საქმის შესწავლის მიზნით სამინისტროში სპეციალური კომისია შეიქმნება და აღნიშნული დავების განხილვაში უშუალოდ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი იქნება ჩართული.
„სამართლიანი არჩევნები“ იმედს გამოთქვამს, რომ კომისია ყურადღებით შეისწავლის პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებულ პედაგოგებთან დაკავშირებულ გარემოებებს და, შესაბამისად, მათი გათავისუფლების პოლიტიკური მოტივის გამოკვეთის შემთხვევაში აღადგენენ პირვანდელ პოზიციაზე.
სია, რომელიც დღეს გაუგზავნა ორგანიზაციამ სამინისტროს, არ მოიცავს ინფორმაციას იმ პედაგოგების თაობაზე, რომლებიც უწყებათშორისი კომისიის ჩარევის შედეგად აღდგენილ იქნენ თანამდებობებზე.