ახალი ამბები

დეკანოზი მამალაძე საიას დახმარებას და ანა ნაცვლიშვილთან შეხვედრას ითხოვს

16 თებერვალი, 2017 • 10014
დეკანოზი მამალაძე საიას დახმარებას და ანა ნაცვლიშვილთან შეხვედრას ითხოვს

მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ითხოვს, რომ მისი ინტერესები ამჟამად დაქირავებულ ადვოკატებთან ერთად საიამაც დაიცვას. გარდა ამისა, დეკანოზს საიას თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილთან შეხვედრაც სურს. ამის შესახებ ნეტგაზეთს საიას იურისტმა ლევან ვეფხვაძემ განუცხადა, რომელიც პატიმრობაში მყოფ დეკანოზს დღეს.

ლევან ვეფხვაძის თქმით, ზემოხსენებულთან დაკავშირებით საია იმსჯელებს და თავის პოზიციას საზოგადოებას გააცნობს.

ვეფხვაძის თქმით, დეკანოზი ითხოვს მისი ოჯახის უსაფრთხოების დაცვას, ასევე იმას, რომ მის ადვოკატს მიეცეს დაცვის მხარის პოზიციების გახმოვანების უფლება. რაც შეეხება დუმილის უფლებას, რომელსაც დეკანოზი ამ დრომდე იყენებს თვითონ, ვეფხვაძის თქმით, სასულიერო პირი კურთხევას ელოდება. ნეტგაზეთის შეკითხვას, რატომ არის კურთხევის საკითხის გადაჭრა პრობლემური და ხომ არ უშლიან რომელიმე სასულიერო პირს ციხეში დეკანოზის მონახულებას, ვეფხვაძე პასუხობს, რომ ზუსტი პასუხი არ აქვს, რადგან გიორგი მამალაძეს მისთვის არ უთქვამს ყველა დეტალი. “არ გამოვრიცხავ რომ კონკრეტულ პირს ელოდება”.

ლევან ვეფხვაძე იზიარებს დეკანოზ მამალაძის ადვოკატის მოთხოვნას და ფიქრობს, რომ პროკურატურამ დაცვის მხარეს უნდა მოუხსნას ის შეზღუდვა, რომელიც საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელებას უკავშირდება. მისი თქმით, არასამართლიანია, როცა დაცვის მხარეს ლაპარკაის უფლებაა რ აქვს, ხოლო მეორე მხრივ პროკურატურა საზოგადოებას თვითონ აწვდის ინფორმაციას.

 

“თანასწორობა არ არის დაცული”, – ამბობს ვეფხვაძე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი