,,ჩვენ შევქმენით ისეთი შეიარაღებული ძალები, რომელზეც ეს პოლიტიკური კონიუნქტურა ვერანაირად ვერ იმოქმედებს იმ გაგებით, რომ ისინი ემსახურებიან არა რომელიმე პარტიას, მთავრობას ან რომელიმე პრეზიდენტს, არამედ ისინი ემსახურებიან ქართველ ხალხს. მთავარია ჩვენი ქვეყანა იყოს დაცული. ჩემი რჩევა იქნება, რომ ეს ყველაფერი მოვიტოვოთ უკან, დაბრუნდით გენშტაბში და გააგრძელეთ სამშობლოსათვის ისეთივე ერთგული სამსახური, როგორითაც გასული წლების განმავლობაში საქმიანობდით’’ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგხსენებთ, რომ გუშინ, 9 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაერთიანებული შტაბის უფროსს გიორგი კალანდაძესა და მე-4 ბრიგადის მეთაურს ზურაბ შამათავას აღკვეთ ღონისძიებად 20-20 ათასლარიანი გირაო შეუფარდა.
ისინი სამართალდამცავებმა 7 ნოემბერს დააკავეს. მათ, თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩანა ახალაიას მსგავსად, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამატებაში ედებათ ბრალი.
პროკურატურამ სამივე მათგანისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა, თუმცა პატიმრობა მხოლოდ ბაჩანა ახალაიას შეუფარდეს.