წერილში ასევე განმარტებულია, თუ რა მიზეზით გადაიდო დაგეგმილი ვიზიტი:
“ისევე როგორც სხვა ვიზიტების დროს, ამ შემთხვევაშიც, სამხედრო კომიტეტის ვიზიტის მიზანი იყო, ქართველ სამხედრო ლიდერებთან მოსაზრებათა გაცვლა. საქართველოში მიმდინარე მოვლენებმა ამ დროისთვის ორივე მხარესთვის გაართულა ვიზიტის სარგებლიანობა.”
კითხვაზე, თუ როდისთვის გადაიდო შეხვედრა, NATO-ს სამხედრო კომიტეტის სპიკერი გვაპსუხობს: “საჭირო დროს”.
NATO-ს სამხედრო კომიტეტის სპიკერი ასევე საუბრობს დაკავებული მაღალჩინოსანი სამხედრო პირების საქმეზე.
“მნიშნელოვანია, რომ ბრალდება ქართველი ოფიციალური პირების მიმართ, რომელიც ახლახანს დააკავეს, გამოძიებული იყოს კანონის სრული პატივისცემის და საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში”.
ნატოს სამხედრო კომიტეტის საქართველოში ვიზიტის გადადების შესახებ განმარტება 9 ნოემბერს სახელმწიფო მინისტრმა ევროატალანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი იმიტომ გადაიდო, რომ გაერთიანებულ შტაბს ხელმძღვანელი არ ჰყავს.
“ეს, ბუნებრივია, არის დროებით, ვიდრე არ მოხდება შეთანხმება კანდიდატურაზე მთავრობასა და ხელისუფლების იმ წარმომადგენელთა შორის, ვინც პასუხისმგებელია გენშტაბის უფროსის დანიშვნაზე. იმედი მაქვს, რომ ეს შეთანხმება შედგება და იქნება მიღებული კომპრომისული გადაწყვეტყილება”, – განაცხადა პეტრიაშვილმა.
გაერთიანებული შტაბის უფროსი გიორგი კალანდაძე სამართალდაცავებმა 7 ნოემბერს დააკავეს და ბრალი თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით წაუყენეს. 9 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით აღკვეთი ღონისძიების სახედ გირაო შეეფარადა.