ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საქართველოს საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას, აზერბაიჯანის მესაზღვრეებმა ერთი პირი დაჭრეს

15 თებერვალი, 2017 • 4504
საქართველოს საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას, აზერბაიჯანის მესაზღვრეებმა ერთი პირი დაჭრეს

აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სამსახურის ცნობით, აზერბაიჯანის მოქალაქე, რომელიც აზერბაიჯან-საქართველოს საზღვრის  უკანონოდ გადალახვას ცდილობდა,  მესაზღვრეებმა ინსტრუქციის თანახმად ფეხში დაჭრეს, რის შემდეგაც, სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. 

ოფიციალური ინფორმაციითვე, დაჭრილი მოქალაქე აზერბაიჯანის სამუხის რაიონის მცხოვრებია. აღნიშნული რაიონი საქართველოში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს ესაზღვრება.

აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სამსახურის განცხადებით, მოქალაქე შეიარაღებული იყო და გაქცევას შეეცადა.

ოფიციალური ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი