ახალი ამბები

ახალაიას 29 დეპუტატი უდგება თავდებად

9 ნოემბერი, 2012 •
ახალაიას 29 დეპუტატი უდგება თავდებად

ბაჩო ახალაიას, გაერთიანებული შტაბის უფროსის გიორგი კალნადაძისა და მე-4 ბრიგადის მეთაურის ზურაბ შამათავასთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი რამდენიმე წუთში, 14:00 საათზე უნდა დაიწყოს. პროკურატურა მათთვის პატიმრობის სანქციის გამოყენებას ითხოვს.

 

სამივე მათგანს სამსახურებრივი უფლებამისილების გადამეტებაში ედებათ ბრალი, ხოლო ახალაიას, ამას გარდა, თავისუფლების უკანონო აღკვეთაში.

 

სასამართლო პროცესის დაწყებამდე თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გაიმართა დაკავებულთა მხარდამჭერი აქცია. აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ ტრანსპარანტები შემდეგი შინაარსის წარწერებით: “პატრიოტი ხარ? – დაგიჭერენ”, “სამშობლოს იცავ? -დამნაშავე ხარ”, “ალასანია – Russian KGB”, “ალასანია არ გაქვს მორალური უფლება იყო თავდაცვის მინისტრი, როცა მის გენერლებს რუსეთის დავალებით აპატიმრებ”, “ახალაია ციხეში – ქურდები სვაბოდაზე”.

 

აქციის მსვლელობის დროს დაპირისპირება მოხდა ფოტორეპორტიორ გიორგი აბდალაძესა და აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორ თეა თუთბერიძეს შორის. გიორგი აბდალაძემ, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს და შემდეგ საპროცესო გარიგების საფუძველზე გაათავისუფლეს, თუთბერიძეს მიმართა:

 

“მე რომ დამიჭერეს ჯაშუშობისთვის, მაშინ რატომ არ გეჭირა პლაკატები? ციხეში ვიჯექი, სადაც ამ ადამიანების ბრძანებით აწამებდნენ ხალხს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი