ახალი ამბები

სახალხო დამცველი დეკანოზ გიორგი მამალაძეს დღეს შეხვდება

14 თებერვალი, 2017 • 1232
სახალხო დამცველი დეკანოზ გიორგი მამალაძეს დღეს შეხვდება

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ომბუდსმენი მაღალი იერარქიის სასურლიერო პირის მკვლელობის მომზადებაში ბრალდებულს დღეს შეხვდება.

უჩა ნანუაშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძეს დღეს, რუსთავის მე-6 საპყრობილეში შეხვდება, რის შემდეგაც, დაახლოებით, 13:30 საათზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებს.

დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც 10 თებერვალს მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს დუმილს უფლებას იყენებს და ბრალდებას არ აღიარებს – ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განაცხადა, გუშინ , 13 თებერვალს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე.

პროკურატურის ინფორმაციითვე, გიორგი მამალაძემ შეიძინა მომწამვლელი ნივთიერება ნატრიუმის ციანიდი, რითაც “მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა” უნდა მოეხდინა. ირაკლი შოთაძემ არ დააკონკრეტა, თუ რომელი მაღალი სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფაზე არის საუბარი, თუმცა აღნიშნა, რომ გიორგი მამალაძეს ციანიდი გერმანიაში გამგზავრებამდე სჭირდებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი