ახალი ამბები

საპარლამენტო კომიტეტმა არასაკმარისად მომზადებულად მიიჩნია ბიუჯეტის პროექტი

8 ნოემბერი, 2012 • 930
საპარლამენტო კომიტეტმა არასაკმარისად მომზადებულად მიიჩნია ბიუჯეტის პროექტი

პარლამენტის კომტეტებში 2013 წლის ბიუჯეტის განხილვა დაიწყო. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის და საპროცედურო საკითხთა წესების კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ბიუჯეტის იურიდიული მხარე განიხილეს.

 

როგორც სხდომის მონაწილეებმა განაცხადეს, ბიუჯეტი საკმარისად ვერ განიხილეს. მათი თქმით, არის საკითხები, რომლებიც საჭიროებს დამატებით კონსულტაციებს.

 

„კომიტეტის სხდომაზე გადაწყდა, რომ არასაკმარისად მომზადებულად მიჩნეულიყო ბიუჯეტის პროექტი. კომიტეტმა არასაკმარისად მომზადებულად მიიჩნია ეს პროექტი, რადგან შვიდ დღეში შეუძლებელია გაკეთებულიყო ისეთი ბიუჯეტი, რომელიც გამოადგება ქართველ ერს”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი