ახალი ამბები

ნაზღაიძის საკითხზე პარლამენტში სუს-ის უფროსის და მთავარი პროკურორის მისვლას ითხოვენ

14 თებერვალი, 2017 • 1866
ნაზღაიძის საკითხზე პარლამენტში სუს-ის უფროსის და მთავარი პროკურორის მისვლას ითხოვენ

,,მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს” წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ ისინი პარლამენტში იბარებენ სუს-ის უფროსსა და მთავარ პროკურორს მოსამართლე ნატა ნაზღაიძის საქმესთან დაკავშირებით.

,,რა ეტაპზეა გამოძიება, რა ნაბიჯებს დგამს სამართალდამცავი ორგანოები ნაზღაიძის საქმესთან დაკავშირებით. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გამოვლინდა კონკრეტული ფაქტები, რომლებიც უკავშირდება მაღალი დონის კორუფციას. საუბარია მილიონიან კორუფციულ გარიგებაზე, რომელზეც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში არ წყდება საუბარი,” – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

კაპანაძის თქმით, სუს-ი და პროკურატურა ვალდებული არიან საქმეზე დაიწყონ გამოძიება და გამოხატონ ინტერესი ამ საკითხთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი