ახალი ამბები

ეკონომიკის მინისტრი: გაფიცვის ყოველი დღე უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე

7 ნოემბერი, 2012 • 1203
ეკონომიკის მინისტრი: გაფიცვის ყოველი დღე უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე

სამთავრობო კომისიის შექმნის მიზანია დამსაქმებელთა და დასაქმებულთა შორის დღესდღეობით არსებული პრობლემების გადაწყვეტისა და მხარეთა მორიგების ხელშეწყობა. 

 
 
ეკონომიკის მინისტრი მიმართავს ფოთის პორტის ხელმძღვანელობას, სიტუაციის გამოსასწორებლად ყველა ძალისხმევა იხმაროს:
 
 
“გაფიცვის ყოველი დღე უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ქვეყნისათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტვირთების შემოსვლა შეფერხებულია. ამიტომ გაფიცულებს ვთხოვ, შეწყვიტონ გაფიცვა და დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს.

 
საქართველოს მთავრობის სახელით პირობას ვაძლევთ მათ, რომ კომისია ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ყველაფერს იღონებს, რათა საქართველოს თითოეული მოქალაქის შრომითი და სოციალური უფლებების დაცვის საკითხი უმოკლეს ვადებში გამოსწორდეს.”

 
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ეს საკითხი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი