საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, რომელიც შეერთებულ შტატებს სტუმრობს, 10 თებერვალს აშშ-ს სახელმწიფო მდივნს შეხვდა.
მინისტრის აშშ-ს ახალ სახელმწიფო მდივანთან, რექს ტილერსონთან შეხვედრის ფოტოები და ვიდეო კომენტარი საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
ჯანელიძის თქმით, შეხვედრაზე რეგიონში საქართველოს როლის გარდა, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტისა და ოკუპირებულ ტერიტორიების შესახებაც ისაუბრეს და საქართველომ კიდევ ერთხელ მიიღო მტკიცე მხარდაჭერა მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.
მანამდე მიხეილ ჯანელიძე აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველ მაიკლ ფლინს შეხვდა და საგარეო უწყების ცნობით მინისტრმა მას მადლობა გადაუხადა „საქართველოს მიმართ როგორც პერსონალური, ასევე ახალი ადმინისტრაციის მხრიდან გამოხატული ინტერესისა და მხარდაჭერისათვის, ხაზი გაუსვა ამერიკა-საქართველოს ძლიერ სტრატეგიულ პარტნიორობას“.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ში სენატორებსაც შეხვდა.
აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის პირობებში ეს ქართველი მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტია.