ახალი ამბები

პროკურატურაში ქიბარ ხალვაშის კომპანიებთან დაკავშირებით საჩივარი შევიდა

7 ნოემბერი, 2012 • • 987
პროკურატურაში ქიბარ ხალვაშის კომპანიებთან დაკავშირებით საჩივარი შევიდა

როგორც აღნიშნული კომპანიების ადვოკატი პაატა სარია აცხადებს, კომპანიების დევნა  ხდებოდა 2007 წლიდან უშუალოდ თავდაცვის ყოფილი მინისტრის – დავით კეზერაშვილის ხელძღვანელობით. ადვოკატის თქმით, 2007 წლის 23 სექტემბრიდან, როცა ე.წ. ფინანსური პოლიცია შევიდა კომპანებში, შედეგად ეს კომპანები სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა.

 

“სავარაუდოდ საქმე აღიძრება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის კეზერაშვილის, ახალაიების და მათი კლანის მხრიდან”,– განაცხადა ადვოკატმა. 

 

ქიბარ ხალვაშის კუთვნილი კომპანია “ინტერნეიშენალ ბილდინგ კომპანის” გენერალური დირექტორის მალხაზ ოსაძის განცხადებით, “არტი ჯგუფის” გადაწვა უშუალოდ ბაჩო ახალაიას მითითებით მოხდა:

 

“რამდენიმე დღით ადრე შევხვდი ბაჩო ახალაიას. მან განმიცხადა, რომ შემეხვედრებინა ქიბარ ხალვაშთან. თუ შეხვდრის ორგანიზებას ვერ შევძლებდი, ის დამემუქრა. ორი დღის შემდეგ მოხდა “არტი ჯგუფის” დაწვა”, – აღნიშნა ქიბარ ხალვაშის კუთვნილი კომპანია “არტი ჯგუფის” გენერალურმა დირექტორმა მალხაზ ოსაძემ რამდენიმე დღის წინ გამართულ ბრიფინგზე. 

 

მისივე თმით, უშუალოდ ქიბარ ხალვაშისთვის კომაპნიების ჩამორთმევაში მონაწილეობდა თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი, რომელიც მას პირადად შეხვდა და ქიბარ ხალვაშისგან 17 მილიონი ლარის გადმოცემა მოითხოვა:

 

“ასევე ჩემი ხელით გადავიხადე 7,5 მილიონი ლარი ქიბარ ხალვაშის ძმის გირაოს სანაცვლოდ. ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლების გირაო 10 მილიონი ლარიც ქიბარ ხალვაშს გადაახდევინეს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი