“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებით, ვაკის, საბურთალოს, მთაწმინდის რაიონებსა და სოფელ დიღომს წყალმომარაგება 6 საათით შეუწყდებათ.
კომპანიის ცნობით, გლდანის რაიონში, ზაჰესში, ავჭალის ქუჩაზე, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ 1400 მმ-იანი ფოლადის მაგისტრალური წყალსადენის ქსელი დაზიანდა, რაც ბოლო პერიოდში ტემპერატურის მკვეთრი ვარდნის ფონზე ქსელის დეფორმაციამ გამოიწვია.
დაზიანების ადგილზე მობილიზებულია სამუშაო ჯგუფები და ქსელის აღსადგენად, 3 მეტრი სიღრმეზე, მოსამზადებელი სამუშაოები, დღეს, დილიდან მიმდინარეობს, აცხადებს კომპანია.
კომპანიის განცხადებით, წყალსადენის ქსელის დაზიანებული მონაკვეთის მთლიანობის აღსადგენად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 9 თებერვალს, ღამის 00:00 საათიდან, ხვალ 10 თებერვლის დილის 06:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება ჩამოთვლილ უბნებს.
ვაკის რაიონში
[checklist]
- ვაჟა-ფშაველას კვარტლებს
- ნუცუბიძის ქუჩას და მიკრო რაიონებს
- ჯიქიას
- ქავთარაძის
- დელისის I, II, III ქუჩებს
- ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს
- თამარაშვილის ქუჩის ნაწილს
- წყნეთის გზატკეცილს
- ყიფშიძის
- კეკელიძის
- ტაბიძის და მიმდებარე ქუჩებს
[/checklist]
საბურთალოს რაიონში
[checklist]
- ყაზბეგის გამზირის ნაწილს
- ვ. ჩიქოვანის ქუჩას
- ზაქარიაძის ქუჩას
- ვაჟაფშაველას გამზირის ნაწილს
[/checklist]
სოფელ დიღომში
[checklist]
- ვაშაძის
- თამარ მეფის
- მესხის
- გორგასლის ქუჩებს
- აღმაშენებლის ხეივანზე მდებარე კორპუსებს
[/checklist]
მთაწმინდის რაიონში
[checklist]
- ჭონქაძის
- სავანელის
- გერგეთის
- მესხის
- კოჯრის და მიმდებარე ქუჩებს
[/checklist]
წყალი დაბალი წნევით მიეწოდება: დიდი დიღომს.