ახალი ამბები

პარლამენტმა მანანა კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩია

8 თებერვალი, 2017 • 2954
პარლამენტმა მანანა კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩია

დღეს, 8 თებერვალს, პარლამენტმა მანანა კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩია.

შესაბამისი დადგენილების პროექტი პარლამენტმა 101 ხმით 10-ის წინააღმდეგ მიიღო. მანანა კობახიძეს დეპუტატის უფლებამოსილება უკვე შეუწყდა.

“ვულოცავ ქალბატონ მანანა კობახიძეს არჩევას და წარმატებულ საქმიანობას ვუსურვებ ამ საპატიო თანამდებობაზე,” – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

ფრაქცია  “ვროპული საქართველოს” წევრები მიიჩნევენ, რომ  მანანა კობახიძემ ყველაფერი გააკეთა, რათა ხელისუფლებისთვის საკონსტიტუციო სასამართლო დაექვემდებარებინა.  “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციაში კი აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშილმა საკონსტიტუციო სასამართლო უკვე დაიქვემდებარა.

ამავე თემაზე – რა ვიცით მანანა კობახიძის შესახებ?

 

მასალების გადაბეჭდვის წესი