ახალი ამბები

დღეს პარლამენტი მანანა კობახიძის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ არჩევაზე იმსჯელებს

8 თებერვალი, 2017 • 2203
დღეს პარლამენტი მანანა კობახიძის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ არჩევაზე იმსჯელებს

დღეს, 8 თებერვალს, საქართველოს პარლამენტში  მანანა კობახიძის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ არჩევაზე იმსჯელებენ.

“მოძრაობა  თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს”  წევრის, სერგი კაპანაძის თქმით, მანანა კობახიძემ ყველაფერი გააკეთა, რათა ხელისუფლებას საკონსტიტუციო სასამართლო დაექვემდებარებინა:

“ამ ადამიანმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციები შეკვეცილიყო. ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ “ქართულ ოცნებას” კონტროლი დაემყარებინა სასამართლოზე. აქედან გამომდინარე, ასეთი პოლიტიკურად ანგარიჟირებული პირის დანიშვნა არის ამ მიდგომის გაგრძელება, რომ ყველა სასამართლოს აკონტროლებდნენ,” – აღნიშნავს კაპანაძე.

“ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის წევრი თინა ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ მნიშნელობა არ აქვს, ვინ იქნებოდაკანდიდატი, რადგან სასამართლო ბიძინა ივანიშვილს ემსახურება:

“საკონსტიტუციო სასამართლოში არსებულ მოცემულობაში კონკრეტულად ვის შეარჩევდა ქართული ოცნება”   კანდიდატად, დიდი მნიშვნელობა ნამდვილად არ ჰქონდა, რადგან კანონის შეცვლით და იქ მოსამართლეებზე ზეწოლით, შანტაჟით ივანიშვილმა მიიღო სრულიად მორჩილი საკონსტიტუციო სასამართლო. იმის ნაცვლად, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ემსახურებოდეს საკონსტიტუციო მართლმსაჯულების აღსრულებას, ის პირდაპირ ემსახურება ივანიშვილის ნებასურვილების დაკმაყოფილებას.”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოფიო კილაძე მიიჩნევს, რომ მანანა კობახიძე ღირსეული კანდიდატია:

“მე არაერთხელ მითქვამს, რომ ნამდვიალდ ვუჭერ მხარს ქალბატონ მანანას.  ძალიან დიდი განმოცდილება აქვს, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, ასევე სხვა მიმართულებებით, სამართლებრივი მუშაობის კუთხით და ვფიქრობ, რომ ნამდვიალდ ღორსეული კანდატია საკონსტიტუციო სასმართლოს მოსამართლეობაზე.”

ამავე თემაზე – რა ვიცით მანანა კობახიძის შესახებ?

მასალების გადაბეჭდვის წესი