ქართველმა სტუდენტებმა ავსტრიიდან და გერმანიიდან გერმანულეოვანი ბლოგი ,,Georgien im Fokus“ დააარსეს. როგორც მათ ნეტგაზეთს აცნობეს, ინიციატივის მიზანია გერმანულენოვან სივრცეში საქართველოსთვის აქტუალურ საკითხებზე ბლოგის მეშვეობით ინფორმაციის გავრცელება და დისკუსია.
“ვფიქრობთ, რომ გაყალბებული ინფორმაციის ეპოქაში მნიშვნელოვანია დავუპირისპირდეთ ამ პროცესს და შევეცადოთ მაქსიმალურად ობიექტური ინფორმაცია მივწოდოთ გერმანულენოვან მკითხველს საქართველოსთვის აქტუალურ საკითხებზე, რაც ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესში, ჩვენი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია. საშინაო პოლიტიკა დიდწილად განსაზღვრავს საგარეო პოლიტიკას და აუცილებელია განსაკუთრებით დასავლეთ ევროპაში საქართველოს ცნობადობის ამაღლება. ბლოგის მიზანია იმ საინფორმაციო ვაკუუმის შევსება, რომელიც განსხვავებით აღმოსავლეთ ევროპისა, დასავლეთ ევროპაში ჯერ კიდევ არსებობს იმ სივრცის მიმართ, რომელიც ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვრებს მიღმა მდებარეობს და რომელსაც დასავლეთევროპელები ხშირად ევროპის ნაწილად არ მიიჩნევენ”, – აცხადებენ ინიციატივის ავტორები.
ისინი ამბობენ, რომ მათი პრიორიტეტია, აქტიურად განვიხილოთ საქართველოსთვის აქტუალური საკითხები, განსაკუთრებით კი ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის თემა, კონფლიქტები, პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები მეზობელ და სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყნებთან.
“შესაბამისად, მოვუწოდებთ ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს, რომელსაც აქვს სურვილი გამოაქვეყნოს საკუთარი ტექსტში ჩვენს პლატფორმაზე, დაგვიკავშირდეს (georgienimfokus@gmail.com). ტექსტი უნდა იყოს გერმანულ ან ინგლისურენოვანი და უნდა მოიცავდეს 600-1200 სიტყვას. მთავარი წინაპირობაა, რომ ის უკავშირდებოდეს საქართველოს, გამომდინარე ინიციატივის თემატიკიდან. საკონტაქტო ინფორმაცია:
ბლოგის მისამართი: https://georgienimfokus.wordpress.com/ueber-uns/
Facebook-გვერდი: https://www.facebook.com/Georgien-im-Fokus-642811255911775/
სალომე სალაძე/ ვენის უნივერსიტეტი
ზურაბ ბაკურაძე/ ჰანოვერის უნივერისტეტი
მიხეილ სარჯველაძე/ კიოლნის უნივერისტეტი