ახალი ამბები

მსვლელობა-აქცია აზოტის ქარხნის მუშების მხარდასაჭერად თბილისში [VIDEO]

7 თებერვალი, 2017 • 2456
მსვლელობა-აქცია აზოტის ქარხნის მუშების მხარდასაჭერად თბილისში [VIDEO]

“სოლიდარობა მუშებს!” – ამ შეძახილებით მართავენ თბილისში აქცია-მსვლელობას სტუდენტური მოძრაობის “აუდიტორია 115”-ის წევრები. აქცია იმართება რუსთავის აზოტის ქარხნიდან დათხოვნილი მუშების მხარდასაჭერად.

საქმე ის არის, რომ ქარხნიდან დათხოვნილია 350 ადამიანი. სამსახურში მისულ მშრომელებს თავიანთი საშვები დაბლოკილი დახვდათ.

“ახლა, საქართველოს ბანკის მფლობელობაში გადასულ აზოტის ქარხანასაც კონსერვაცია ან ახალი ინვესტორის ხელში გადასვლა ელის, რაც ნიშნავს მშრომელთათვის მძიმე სამუშაო პირობებს, დაბალ ანაზღაურებას და საზოგადო საკუთრებით ერთი ან ადამიანთა მცირე ჯგუფის გამდიდრებას.

რამდენიმე დღის წინ სამმართველოს შენობაში შესულ მუშებსა და სტუდენტებს პოლიცია სასტიკად გაუსწორდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოში მხოლოდ დიდი კორპორაციებისა და კერძო ბიზნესის ინტერესებია დაცული, ამიტომაც აზოტის ამჟამინდელი მფლობელები უკან დახევას არ აპირებენ, ისინი უარს ამბობენ იმ მოთხოვნების შესრულებაზე, რომლებიც გულისხმობს 350 ადამიანის დაუყოვნებლივ აღდგენას, ახალი შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას.

აზოტის მუშების მხარდასაჭერი აქცია თბილისში 7.02.2017

აზოტის მუშების მხარდასაჭერი აქცია თბილისში 7.02.2017

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პროცესში ჩაერთოს არა ძალის გამოყენებით, არამედ ხელი შეუწყოს მშრომელთა მოთხოვნების აღსრულებას, ასევე პრაქტიკაში განახორციელოს კანონი, რომელიც ბანკებს უკრძალავს არაპროფილური ბიზნესის ფლობას, შექმნას რეალური შრომის ინსპექცია, რათა მშრომელებს ჰქონდეთ უსაფრთხო და ღირსეული სამუშაო პირობები. დაუშვებელია, დიდი, სტრატეგიული საწარმოები იყოს ერთი ინვესტორის, მით უმეტეს, ბანკის მფლობელობაში.

მოვითხოვთ გათავისუფლებული მუშების უპირობო აღდგენას!”, – ნათქვამია აქციის მონაწილეების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსვლელობა ვარდების მოედნიდან დაიწყო და საქართველოს ბანკის ოფისთან დასრულდება.

საქართველოს ბანკში აცხადებენ, რომ მათ აზოტის ქარხანასთან არანაირი კავშირი არ აქვთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი