კომიტეტი საკონსტიტუციო სასამართლოს წევრობის კანდიდატ მანანა კობახიძეს უსმენს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ  მანანა კობახიძის კანდიდატურას განიხილავენ.

კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, კანდიდატის პოლიტიკური წარსული ნაკლი არ არის:

“პოლიტიკური წარსული არ არის ნაკლი. პოლიტიკური წარსული არის მეტი გამოცდილება, განსაკუთრებით -იურისტისთვის. ადამიანი უნდა შევაფასოთ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით. მთავარი არის, საკონსტიტუციო სასამართლოს სპეციფიკის შესაბამისი კვალიფიკაცია და გამოცდილება ჰქონდეს იურისტს. ის გამოცდილება, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, საკონსტიტუციო სასამართლოს კუთხით, პროფესიული მუშაობის კუთხით მანანა კობახიძეს აქვს, ძალიან კარგია,” – აღნიშნავს ბესელია.

“ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მსოფლიოში არაერთი პრეცედენტია, როცა პოლიტიკოსი მოსამართლე ხდება:

“ქალბატონი მანანა არის ერთ-ერთი ყელაზე ღირსეული კანდიდატი იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც მმართველი გუნდი განიხილავდა. დარწმუენბული ვარ, რომ მომავალში ჩვენ ვისაუბრებთ მის წარმატებულ საქმიანობაზე საკონსტიტუციო სასამართლოში. ის წარმატებით შეძლებს, თავი გაართვას საქმიანობას.”

მანანა კობახიძე, ეკა ბესელია

ამავე თემაზე-  “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”: მანანა კობახიძის დანიშვნა ხელყოფს სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.