ახალი ამბებიეკონომიკა

სათამაშო ბიზნესის კონგრესზე ჩაწყობილ მატჩებზეც ისაუბრებენ

2 თებერვალი, 2017 • 1536
სათამაშო ბიზნესის კონგრესზე ჩაწყობილ მატჩებზეც ისაუბრებენ

1 მარტს თბილისში საქართველოს  სათამაშო კონგრესი გაიმართება, რომელზეც, სავარაუდოდ, ჩაწყობილი მატჩების სქემების შესახებაც იქნება საუბარი.

კონგრესი საქართველოში მესამედ იმართება და, როგორც ორგანიზატორები აცხადებენ,   ყურადღების ცენტრში ონლაინ კაზინოების განვითარების თემა იქნება, ასევე, ამ ინდუსტრიის პერსპექტივები.

კონგრესზე სიტყვით გამოვა  ფრანჩესკო ბარანკა,  ორგანიზაციაფედერბეტისერთერთი ხელმძღვანელი, რომელიც გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, მატჩების ჩაწყობის სქემებზე და ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე ისაუბრებს.

ფედერბეტი, რომელიც  2011 დაფუძნებული კომპანიაა,   თაღლითური ფსონების აღმოჩენასა და ბუკმეიკერების უფლებების დაცვაზე მუშაობს.

მოვყვები, თუ როგორ მუშაობს თაღლითური ფსონების აღმოჩენის სისტემა. ასევე მოვიყვან მაგალითებს, როდესაც დაფიქსირდა თაღლითური ფსონები ძალიან ცნობილი გუნდების მონაწილეობით“, – ამბობს ბარანკა გავრცელებულ პრესრელიზში.

მასალების გადაბეჭდვის წესი