ახალი ამბები

საჯარო დაწესებულებების სატელეფონო მომსახურებაზე ტენდერში “ბილაინმა” ვერ გაიმარჯვა

1 თებერვალი, 2017 • 2389
საჯარო დაწესებულებების სატელეფონო მომსახურებაზე ტენდერში “ბილაინმა” ვერ გაიმარჯვა

შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომლის მიხედვითაც საჯარო უწყებები ფიჭური კავშირგაბმულობის მომსახურებით უნდა უზრუნველყონ,  “ბილაინმა” ვერ გაიმარჯვა, ის ერთადერთი კომპანია იყო, რომელმაც ტენდერში მონაწილეობა მიიღო.

ტენდერის წარუმატებლობით დასრულების შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უკვე გამოაქვეყნა.

“2017 წლის 1 თებერვალს ე.წ. “დრაივ ტესტის”კვლევა ჩატარდა  შპს „მობიტელის“ 3G/UMTS ტექნოლოგიის ქსელის ფუნქციონირების დადგენის მიზნით, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ქ.თბილისში, ქ.რუსთავში, ქ.გორში და მათ დამაკავშირებელ მაგისტრალზე არ ფიქსირდება 3G/UMTS ტექნოლოგიით მომუშავე შპს „მობიტელის“ ქსელის ფუნქციონირება. ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მიიჩნევს, რომ შპს „მობიტელი“ ვერ აკმაყოფილებს კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის 3.2 პუნქტის „ვ“,„ზ“,“თ“ ქვეპუნქტებით 3G/UMTS ქსელისათვის განსაზღვრულ პირობებს”,- ნათქვამია კომისიის გადაწყვეტილებაში.

ტენდერი ხელახლა ჩატარდება. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ 2018 წლის 31 იანვრამდე 260 000 აბონენტის ფიჭური სატელეფონო მომსახურებით უზრუნველყოფა GSM, UMTS, LTE სტანდარტებით უნდა უზრუნველყოს.

2016 და 2015 წლებში საჯარო დაწესებულებების თანამშრომლებს “მაგთიკომი” ემსახურებოდა, 2014 წელს გამოცხადებულ ტენდერში ორმა კომპანიამ, “ჯეოსელმა” და “მაგთიმ”, გაიმარჯვა”. ისინი 300 000 აბონენტს ემსახურებოდნენ. 2014 წელს კომპანია “ბილაინმა” დისკვალიფიკაცია გაიარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი