ახალი ამბები

ეზუგბაია გადადგომის მიზეზებს ასახელებს

26 ოქტომბერი, 2012 • • 1196
ეზუგბაია გადადგომის მიზეზებს ასახელებს

“ახალ მთავრობას უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ თავისუფალ რეჟიმში შეარჩიოს ახალი გენერალური დირექტორი და დააკომპლექტოს კომპანიის ახალი მენეჯმენტი. ჩვენ ამას მაქსიმალურად მივესალმებით და რითაც შეგვეძლება ხელს შევუწყობთ”.

 

მედიისთვის გამართულ გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე ეზუგბაიამ განაცხადა, რომ მისი გადადგომის კიდევ ერთი მიზეზი იყო კომპანიის სტრატეგიის შეცვლა:

 

“2005 წლიდან ჩვენ დავიწყეთ რკინიგზის განვითარების სტრატეგია, რომელსაც ჰქონდა თავისი პერიოდი. მოხდა კომპანიის მოწესრიგება, ოპტიმიზაცია, რეორგანიზაციის განხორციელება. შემდეგი ეტაპი არის სტრატეგიის შეცლა რეალური ზრდისკენ.”

 

ეზუგბაიას განცხადებით, ახალი მენეჯმენტი უფრო კარგად შეხედავს და შეასრულებს ამ სტრატეგიას.

 

ირაკლი ეზუგბაიას განცხადებით, “საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორის კანდიდატურა “საპარტნიორო ფონდისა” და  პრემიერ-მინისტრის კონსულტაციების შედეგად უნდა შეირჩეს.

 

კომპანიის 100 პროცენტს სახელმწიფო ფლობს. საპარტნიორო ფონდს სამეთვალყურეო საბჭო მართავს, რომლის თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრია. საპარტნიორო ფონდი, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი არის სახელმწიფო, ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე.

ირაკლი ეზუგბაია
ირაკლი ეზუგბაია

მასალების გადაბეჭდვის წესი