უკრაინის ანტიტერორისტული შტაბის ინფორმაციით, ქალაქ ავდეევკას არეალში რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ძალებმა უკრაინულ პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს.

უკრაინის ცნობით, “გრადის” ტიპის იარაღიდან დაახლოებით 100 ჭურვი ისროლეს.

უკრაინული მხარის ცნობით, რაიონში, სადაც ამჯამად – 18 გრადუსია, გამოირთო ელექტროენერგია. უკრაინა ქალაქიდან 12 000 ადამიანის ევაკუაციას აპირებს.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *