ახალი ამბები

პაატა ქურდაძეს GPB-ის სტრატეგიული განვითარების ცენტრის დირექტორობა შესთავაზეს

30 იანვარი, 2017 • 2434
პაატა ქურდაძეს GPB-ის სტრატეგიული განვითარების ცენტრის დირექტორობა შესთავაზეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, მაუწყებლის სტრატეგიული განვითარების ცენტრის დირექტორის თანამდებობა მწერალ, ესეისტსა და დოკუმენტალისტს პაატა ქურდაძეს შესთავაზა, თუმცა მისგან ჯერჯერობით თანხმობა არ მიუღია.

ცენტრი, რომელმაც მაუწყებლის განვითარების გეგმაზე უნდა იმუშაოს, მაღლაფერიძის თქმით, მაქსიმუმ 3 თანამშრომლით დაკომპლექტდება. მაღლაფერიძე აცხადებს, რომ მაუწყებლის სტრატეგიული განვითარების ცენტრი წინა მენეჯმენტის მუშაობის დროს შეიქმნა, თუმცა აქამდე დირექტორი არ ჰყოლია, რადგან ახლად შექმნილი სტრუქტურაა.

რაც შეეხება პაატა ქურდაძის კანდიდატურას, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ იგი მედიასა და ჟურნალისტიკაში დაგროვებული გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის ნიშნით შეარჩიეს. მაღლაფერიძის თქმით, პაატა ქურდაძეს შეთავაზებაზე  პასუხი ჯერჯერობით არ გაუცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი