ახალი ამბები

აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან დაკავშირებით ივანიშვილი კონსულტაციას მართავს

24 ოქტომბერი, 2012 • 882
აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან დაკავშირებით ივანიშვილი კონსულტაციას მართავს
კონსულტაციის დაწყებამდე პრემიერ–მინისტრობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ შესაძლოა ამ შეხვედრის შემდეგ იქნას მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილება.

მისი თქმით, ისინი არმაზ ახვლედიანს შეხვდნენ, თუმცა ჯერჯერობით არ მიუღიათ გადაწყვეტილება, ვინ იქნება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.

“ჯერ არ ვასაბუთებთ, კონსულტაციები გრძელდება. არმაზ ახვლედიანთანაც მქონდა შეხვედრები, მაგრამ კონსულტაციები გრძელდება და გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ მაქვს”, – ამბობს ივანიშვილი.

42 წლის არმაზ ახვლედიანი პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი და პოლიტიკური  სწავლების სკოლის დამფუძნებელი და დირექტორია. ახვლედიანი ორი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, 1995-99 წლებში იგი საქართველოს პარლამენტში პარტია „აღორძინების კავშირს” წარმოადგენდა, 1999-2004 წლებში კი– „მოქალაქეთა კავშირს“.


მასალების გადაბეჭდვის წესი