შსს-ს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
სამინისტრის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სამართალდამცველებმა დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს შემცველი 727 აბი, ასევე, MDMA-ს შემცველი 52 ფირფიტა და 15,07 გრამი კანაფის ფისის შემცველი ნარკოტიკი ამოიღეს.
“ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად ბრალდებულს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისიწნებს.”