მისი ცნობით, მუშების მოთხოვნები იგივე რჩება, ისინი ხელფასების მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ:

 

“გუშინ მათთან შესახვედრად IDS ,,ბორჯომი საქართველოს“ გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე ლევან ბაღდავაძე მივიდა, თუმცა, როგორც ჩანს, ვერ შეთანხმდნენ, ამჟამად ქარხანა არ მუშაობს და მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება”, – განაცხადეს პრესსამსახურში.

 

როგორც ქარხნის ერთ–ერთმა თანამშრომელმა განაცხადა, თათბირი ამ წუთებშიც მიმდინარეობს, მუშები ქარხნის ხელმძღვანელობას ხვდებიან.

 

ბორჯომის ჩამომსხმელი #1 ქარხნის მუშები გუშინ გაიფიცნენ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *