ახალი ამბები

28 იანვარი: ანონსი

28 იანვარი, 2017 • 34973
28 იანვარი: ანონსი

გთავაზობთ შაბათს, 28 იანვარს დაგეგმილი მოვლენების ანონსს:


11.00  საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და თავდაცვის საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომა [თბილისი, პარლამენტის დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი]

11:00 , ტექნოპარკში მონაცემთა ვიზუალიზაციის ჰაკათონი გაიხსნება. ჰაკათონში მონაწილეობას იღებენ მონაცემთა ვიზუალიზაციით დაინტერესებული პირები. ღონისძიება ეწყობა აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის (FLEX-ის პროგრამის), საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA), Jumpstart Georgia-ს და თიბისი ბანკის მხარდაჭერით.

14.00 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირმა ინაშვილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს       რუსთავის N5 ქალთა სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულებს, თეა სირაძესა და თამარ ტალიკაძეს, მათი პირობებისა და მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით მოინახულებს

16:00 საათზე, თიბისი გალერეაში საქართველოს რაგბის კავშირი მართავს წლის შემაჯამებელ ღონისძიებას,  სადაც  2016 წლის საუკეთესო მორაგბეები დაჯილდოვდებიან. მისამართი: მარჯანიშვილის 7, თიბისი ბანკის სათავო ოფისი, თიბისი გალერეა (მე-4 სართული)

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი