ახალი ამბები

დარახველიძე დევნილთა გამოსახლებას არ გამორიცხავს

23 ოქტომბერი, 2012 • • 4810
დარახველიძე დევნილთა გამოსახლებას არ გამორიცხავს

მისივე განმარტებით, ლტოლვილების საცხოვრებლით დაკმაყოფილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ ეკონომიკის სამინისტრო გადასცემს რამეს.

„შეიქმნება კომისია, რომელიც შეისწავლის ამ ადამიანების ისტორიას და მათი დასკვნების საფუძველზე მოხდება შემდეგი რეაგირება. ვისაც არ ეკუთვნის, იქნება გამოსახლებული“, – დღეს, 23 ოქტომბერს განუცხადა დავით დარახველიძემ “ნეტგაზეთს”. მინისტრობის კანდიდატი ამბობს, რომ ეკონომიკის სამინისტროსთან მოლაპარაკების შემდეგ გაირკვევა, შეძლებს თუ არა სახელმწიფო იძულებით გადაადგილებულ პირთა დაკამყოფილებას საცხოვრებელი ფართებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი