ახალი ამბები

მინდია ქაშიბაძემ “მაქსტოპი” ზეწოლის შედეგედ დათმო

22 ოქტომბერი, 2012 • • 1281
მინდია ქაშიბაძემ “მაქსტოპი” ზეწოლის შედეგედ დათმო

ეს განცხადება ქაშიბაძის ადვოკატმა დიმიტრი გბუნიამ დღეს თბილისი მერიოტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

მისი თქმით, მინდია ქაშიბაძეს მისი სიმართლის დამადასტურებელი ვიდეო-აუდიომასალები და სხვა მტკიცებულებებიც აქვს. ქაშიბაძე ემიგრაციაშია და ამ დროისათვის ჩეხეთის ციხეში იმყოფება.

მინდია ქაშიბაძე მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტასა და მისი ბიზნესის მისაკუთრების გამო კონკრეტული თანამდებობის პირების დასჯას მოითხოვს. ის “ქორთირდ თბილისში” მიმდინრე პრესკონფერენციის მსვლელობისას ჩეხეთიდან სკაიპით ჩაერთო. 

“ნაციონლურ მოძრობას ფინანსურ დახმარებზე უარი ვუთხრი და ამით განაჩენი გამოვუტნე ჩემს თავს, საკუთრ ოჯხს დ კომპანიას. ახლა ვიმყოფები ჩეხეთის ციხეში” – განაცხად მინდია ქაშიბაძემ.  

მისი თქმით, კომპიუტერების იმპორტიორ კომპანია “მაქსტოპს” საბაჟოზე პრობლემები მაშინ შეექმნა, რაც “ნაციონლურ მოძრობას” ფულის ჩარიცხვაზე ური უთხრა. 

“კომპანიას უკანონოდ დაეკისრა 300 ათსი ლარის ჯარიმა. შემდეგ კი ბიზნესპარტნიორებმა მიღალტეს. აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ჩემ წინააღმდეგ. მაშინ ვიმყოფებოდი ოსლოში და საქართველოში იმიტომ აღარ დავბრუნდი, ვიცოდი, რომ დამაპატიმრებდნენ”– განაცხდა ქაშიბაძემ.

მან სამართლებრივი დავა საქრთველოს სასამართლოს ყველა ინსტანციაში წააგო. საქართველოს ხელისუფლება ითხოვდა მის ჩეხეთიდან ექსტრადაციას, თუმცა ჩეხეთის ხელისუფლებამ იმის გამო, რომ ქაშიბაძის სიცოცხლეს საფრთხე რეალურად ემუქრებოდა, ქვეყნის ხელისუფლებს არ გადმოსცა.

 ქაშიბაძის ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას განმარტებით, საქმე ეხება კომპიუტერული კომპანია “მაქსტოპს”, რომელიც თავის დროზე მინდია ქაშიბაძემ დააფუძნა: ” 2005-2006 წლებში ეს ადამიანი ფინანსურ პოლიციაში დაიბარეს და “ნაციონალური მოძრაობის” ანგარიშზე კონკრეტული თანხის გადარიცხვა მოსთხოვეს, რაზეც მისგან უარი მიიღეს და ამის შემდეგ მინდია  ქაშიბაძეზე დევნა განხორციელდა.  მისი ბიზნესის მითვისებით დაინტერესდნენ ბიზნესმენები ავთანდილ წერეთელი და შევარდნაძის დროინდელი ენერგეტიკის მინისტრი თემურ გიორგაძე. მათ იცოდნენ, რომ ქაშიბაძეს ამ პერიოდში პრობლემები ჰქონდა და მას დაუწყეს არარსებული ვალის – 650 000 დოლარის მოთხოვნა. იგი დაიბარეს ავთანდილ წერეთლის კაბინეტში და ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ, რა დროსაც მას მხედველობა დაუზიანდა. ამასთან, ქაშიბაძეზე ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა, რაშიც იგი ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსნებს – ირაკლი კირკიტაძეს, რომელიც დავით კირკიტაძის ნათესავია და ვინმე ფხალაძეს, ასევე კუდის მაღალჩინოსანს დგებუაძეს, იგივე “მასტერას” ადანაშაულებს. ამასთან, ამ საქმეში ირიბად ჩართული იყო მიხეილ მაჭავარიანიც, რომლიც ავთანდილ წერეთლის ნათესავია. ისინი ქაშიბაძისგან წერეთლისთვის არარსებული ვალის დაბრუნებას და ბიზნესის დათმობას ითხოვდნენ. ქაშიბაძე იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა. მასზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, რის გამოც იგი ჩეხეთში დააკავეს, თუმცა ჩეხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ქაშიბაძე საქართველოს არ გადმოსცა “, – განაცხადა გაბუნიამ.

დიმიტრი გაბუნიას გნცხადებით, არსებობს აუდიო და ვიდეომტკიცებულებები, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ დაათმობინეს მინდია ქაშიბაძეს კომპანიის წილი. “ამ მტკიცებულებებს სასამაღლოს წრვუდგენთ”– აცხდებს გაბუნია.  

მასალების გადაბეჭდვის წესი