ახალი ამბები

“მნიშვნელოვანია ტრაგედიის შეხსენება, რომ აღარ განმეორდეს” – ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღე

27 იანვარი, 2017 •
“მნიშვნელოვანია ტრაგედიის შეხსენება, რომ აღარ განმეორდეს” – ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღე

სახალხო დამცველის ინიციატივით, თბილისში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. ღონისძიების ფარგლებში სიტყვით გამოვიდნენ ომბუდსმენი, საერთაშორისო ფონდ “ლეას” ხელმძღვანელი, პოლონეთისა ევროკავშირის ელჩები საქართველოში და ქვეყანაში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი. დამსწრეებმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს და მენორა აანთეს. შეხვედრას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა უმასპინძლა.

სახალხო დამცველის ინიციატივით, თბილისში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა 27.01.17 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

სახალხო დამცველის ინიციატივით, თბილისში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა 27.01.17 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

სიტყვით გამოსვლისას უჩა ნანუაშვილმა ყველა სახის დისკრიმინაციის პრევენციის საკითხში განათლების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა. მისი თქმით,”შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლაში – ცოდნა უნდა ვაქციოთ იარაღად”. ომბუდსმენი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ ქვეყნის მასშტაბით, სკოლებსა და უნივერსიტეტებში, ამ დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები იმართებოდეს, რათა მოსწავლეებმა და სტუდენტებმა ცხადად დაინახონ, რა შედეგებით შეიძლება დასრულდეს სხვისი მიუღებლობა და ჩაგვრა. უჩა ნანუაშვილი

“ყოველწლიურად ამ დღეს ვიხსენებთ ჰოლოკოსტის მსხვერპლ მილიონობით ადამიანს, რომლებიც ნაციზმის მსხერპლნი გახდნენ. მნიშვნელოვანია სახოგადოებას შევახსენოთ ეს ტრაგედია იმისათვის, რომ მომავალში აღარ განმეორდეს. დღეს განსაკუთრებით ხაზს ვუსვამთ, რომ მნიშვნელოვანია ბრძოლა ნებისმიერი შეუწყნარებლობის წინააღმდეგ, რომელიც ათეული წლის წინ გახდა საფუძველი ჰოლოკოსტის,” – განაცხადა ომბუდსმენმა.

სახალხო დამცველის ინიციატივით, თბილისში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა 27.01.17 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

სახალხო დამცველის ინიციატივით, თბილისში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა 27.01.17 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

27 იანვარს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე აღინიშნება. 1945 წლის 27 იანვარს აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკის ათასობით ტყვე გათავისუფლდა. დღეს ამ თარიღიდან 72 წელი გავიდა.

სიტყვით “ჰოლოკოსტი” 1933–1945 წლებში გერმანიის ნაცისტური  ხელისუფლების  და მისი მოკავშირეების მიერ ევროპის ტერიტორიაზე ებრაელების, ბოშების, საბჭოთა ტყვეების, შავკანიანი გერმანელების, ჰომოსექუალების და სხვა უმცირესობების მიმართ განხორციელებული გენოციდი აღინიშნება.

ჰოლოკოსტის შედეგად მიღებული ადამიანური მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ჰოლოკოსტს 6 000 000 ებრაელი შეეწირა.ჰოლოკოსტის თემაზე შექმნილი ნახატი

2005 წლის 21 ნოემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ კენჭისყრის გარეშე დაამტკიცა #60/7 რეზოლუცია, რომელიც არ აღიარებს ჰოლოკოსტის, როგორც ისტორიული მოვლენის სრულ ან ნაწილობრივ უარყოფას. ამავე რეზოლუციით დაწესდა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღე.

თბილისში, სახალხო დამცველის ინიციატივით, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა 27.01.17

თბილისში, სახალხო დამცველის ინიციატივით, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა 27.01.17

მასალების გადაბეჭდვის წესი