“ქართული ოცნების” წევრის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, უმრავლესობით პარლამენტში კოალიციის ექვსი პარტია შედის და ექვსივე პარტია გააკეთებს ფრაქციას:
“სპიკერატში და კომიტეტებში გარკვეულ თანამდებობებზე ცვლილებებზე იყო საუბარი, თუმცა ეს მხოლოდ საუბარი იყო და ჯერჯერობით კონკრეტული გადაწყვეტილება არ არის მიღებული”, – აღნიშნა ძიძიგურმა.
თუმცა ზვიად ძიძიგურის განცხადებამდე რამდენიმე ხნით ადრე პარლამენტის ვიცე სპიკერობის კანდიდატმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ პარლამენტში მხოლოდ ოთხი ფრაქცია შეიქმნება, ესენია –“ქართიული ოცნება”, “თავისუფალი დემოკრატები”, “რესპუბლიკელები” და “კონსერვატორები”.